Deamed
ბლოგი

9 თებერვალი, 2022

ფინასტერიდის როლი თმის ცვენის მკურნალობაში

ფინასტერიდი – არის მამაკაცური ტიპის თმის ცვენის სამკურნალო პრეპარატი , რომელიც FDA- ის მიერ მოწოდებულია ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო ერთადერთ პრეპარატად .

ფინასტერიდი – მიეკუთვნება ფერმენტ 5 ალფა რედუქატაზას ( ტიპი 2 ) ინჰიბიტორს , რომელიც ახდენს ტესტოსტერონის გარდაქმნას დიჰიდროტესტოსტერონად .

ჭარბი დიჰიდროტესტოსტერონი არის , როგორც ანდროგენული ალოპეციის , ასევე პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მიზეზი .

ფინასტერიდი , თავდაპირველად შეიქმნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალოდ . ევროპაში რეგისტრირებულია 1992 წლიდან . პრეპარატის პერორალური ფორმა ამცირებს დიჰიდროტესტოსტერონის დონეს შრატში და თავის თმიან საფარველზე . ფინასტერიდი არ არის პირდაპირი ანტიანდროგენი , ის არ ამცირებს ტესტოსტერონის და სხვა ჰორმონების დონეს სისხლში . ფინასტერიდი ამცირებს თმის ცვენის ინტენსივობას და ხელს უწყობს ახალი თმის ამოსვლას . ფინასტერიდი მიიღება აბების სახით , 1 მგ . დღეღამეში . ანდროგენული ალოპეციის სამკურნალოდ ეს პრეპარატი დარეგისტირებული იქნა 1998 წლიდან .

ამჟამად , წამლის უსაფრთხოების შესახებ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე , რომ ფინასტერიდი უსაფრთხო მედიკამენტია .

თმის ცვენის მკურნალობისას , ფინასტერიდის მიერ გამოწვეული შესაძლო სექსუალური გვერდითი მოვლენების შესახებ , საკმაოდ ხშირად ჩნდება კითხვები . პრესაში გავრცელებულმა ინფორმაციამ , ინტერნეტ საიტებმა და ალტერნატიული მედიცინის პრაქტიკოსების დეზინფორმაციამ , ხელი შეუწყო ამ პრეპარატის მიმართ შიშის წარმოქმნას . ხშირად დერმატოლოგებიც ყოყმანობენ წამლის ხანგრძლივ დანიშვნაზე .

სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებით შესაძლებელია ითქვას , რომ ფინასტერიდი ანდროგენული ალოპეციის სამკურნალო , ყველაზე ეფექტური მედიკამენტია , რომელიც უმკლავდება თმის ცვენის პრობლემას , მისი ეფექტი დადასტურებულია . რამდენიმე კვლევამ აჩვენა ფინასტერიდის უსაფრთხოება ხანგრძლივი მიღებისას . ფინასტერიდის 1 მგ არის დაბალი დოზა და ნაკლებად სავარაუდოა , რომ გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები . თუ ფიქსირდება ფინასტერიდის გვერდითი ეფექტები მცირეა და წამლის შეწყვეტის შემდეგ ქრება .

ფინასტერიდის ეფექტური ალტერნატივა ძალიან ცოტაა , ამიტომ მნიშვნელოვანია , რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს წამლის მიღება , თუ მას არ აქვს რაიმე გვერდითი მოვლენა . ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის აღმოჩენის შემთხვევაში , პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს რჩევისთვის ,

ფინასტერიდის მიღება სრულიად ნებაყოფლობითია , რადგან მამაკაცური ტიპის თმის ცვენა მხოლოდ კოსმეტიკური მდგომარეობაა , მთლიანად პაციენტზეა დამოკიდებული პრეპარატის მიღება – არ მიღების საკითხი . მკურნალმა ექიმმა პაციენტს უნდა მიაწოდოს სრული ინფორმაცია პრეპარატის შესახებ , რათა პაციენტმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება .

პაციენტს , რომელსაც ადრე აღენიშნებოდა ოლიგოსპერმია , უნაყოფობა , განსაკუთრებით თუ ის ახლად დაქორწინებულია და ცდილობს ოჯახის შექმნას , სასურველია თავი აარიდოს ფინასტერიდის მიღებას .

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე