Deamed

Deamed

კლინიკა „დეამედი“

თმის გადანერგვისა და თმის აღდგენითი მედიცინის ცენტრი, აღჭურვილი თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით.

ჩვენი მისია

კლინიკა „დეამედი“ არის თმის გადანერგვის კლინიკა და თმის აღდგენითი მედიცინის ცენტრი. კლინიკა აღჭურვილია უახლესი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიებით.

ჩვენი გუნდი შედგება მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი ექიმებისგან, რომლებიც პაციენტებს კომფორტულ გარემოში, ინდივიდუალური მიდგომითა და სრული კონფიდენციალურობით ემსახურებიან.

„დეამედი“ არის საუნივერსიტეტო კლინიკა, სადაც ტარდება ტრენინგები და გადამზადების პროგრამები თმის აუტოტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში. კლინიკის მიზანია არა მხოლოდ თმის აღდგენა, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხისა და თვითრწმენის გაუმჯობესება.

0+

წლიანი გამოცდილება ტრანსპლანტოლოგიაში

0+

წარმატებული პროცედურა

0

მაღალკვალიფიციური სპეციალისტი

0+

სამეცნიერო კონგრესი და კონფერენცია

დეა პაპასკირი

სერვისები

ჩვენი სერვისები

თმის გადანერგვა

ინოვაციური და უსაფრთხო ტექნოლოგიები, მათ შორის FUE მეთოდი, მაქსიმალური სიხშირისა და ბუნებრივი შედეგისთვის.

გაიგეთ მეტი

თმის ცვენის დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თმისა და თავის კანის სრულფასოვანი გამოკვლევა და პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმა.

გაიგეთ მეტი

დერმატოლოგია და დერმატოკოსმეტოლოგია

კანის დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კოსმეტოლოგიური პროცედურები კანის სიჯანსაღისა და სილამაზისთვის.

გაიგეთ მეტი

სკალპის მიკროპიგმენტაცია (SMP)

ინოვაციური პროცედურა, რომელიც ვიზუალურად აღადგენს თმის სიმკვრივეს და აუმჯობესებს ესთეტიკურ იერსახეს.

გაიგეთ მეტი

ენდოკრინოლოგია

ჰორმონალური დარღვევების დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც ხშირად უკავშირდება თმის ცვენასა და კანის პრობლემებს.

გაიგეთ მეტი

ექიმები

კლინიკის ხელმძღვანელები

დეა პაპასკირი

დეა პაპასკირი

კლინიკის დამფუძნებელი და დირექტორი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) მოქმედი წევრი
  • საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი
  • საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების (GeoPRAS) წევრი
  • რუსეთის თმის აღდგენითი ქირურგიის საზოგადოების (RSHRS) პრეზიდენტი
  • რუსეთის ქირურგთა საზოგადოების წევრი

ალექსი მახარაშვილი

კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი

  • საქართველოს თმის აღდგენის საზოგადოების (GSHR) პრეზიდენტი
  • თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) მოქმედი წევრი
  • GeoPRAS-ის მოქმედი წევრი
  • 1 საავტორო უფლების, 2 გამოგონებისა და 50-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი
  • საერთაშორისო კონგრესების მონაწილე, მომხსენებელი, ორგანიზატორი და სექციის მოდერატორი

წარმატების ისტორია

ინოვაციებით შექმნილი გამოცდილება

დეა პაპასკირისა და ალექსი მახარაშვილის სახელთან დაკავშირებულია არაერთი ინოვაცია და წინ გადადგმული ნაბიჯი თმის ტრანსპლანტოლოგიაში.

2003 წელს დეა პაპასკირმა და ალექსი მახარაშვილმა მოსკოვში ჩამოაყალიბეს თმის გადანერგვის სპეციალიზებული განყოფილება LISINE-NET.RU, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.

2004 წელს ალექსი მახარაშვილმა და დეა პაპასკირმა საქართველოში ახალი კადრების მომზადება დაიწყეს და რვა თვეში ექიმებისა და ექთნების გუნდი მოამზადეს. ამ პროცესმა 2005 წელს თბილისში „HealLine International“-ის შექმნას შეუწყო ხელი.

2018 წლის აპრილში, დეა პაპასკირის ხელმძღვანელობით, თბილისში გაიხსნა ახალი, თანამედროვე და პროგრესული კლინიკა „დეამედი“.

Deamed standard

ჩვენი უპირატესობები

01

კლინიკა ფლობს თმის გადანერგვის სფეროში არსებულ პროგრესულ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს: FUT, FUE, BHT, LHT, ნაწიბურებში თმის გადანერგვა, წარბის, წვერისა და ულვაშის აღდგენა.

02

გადანერგვა სრულდება როგორც პინცეტებით, ასევე იმპლანტერებით.

03

მიიღწევა გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.

04

გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 98-100%-ს.

05

FUE მეთოდის დროს გამოიყენება მცირე ზომის ფანჩები — 0.7-0.9 მმ დიამეტრით; ერთი ოპერაციის ფარგლებში შესაძლებელია 6000-მდე გრაფტის გადანერგვა.

06

კომბინირებული მეთოდით (FUT + FUE) ერთ ოპერაციაზე შესაძლებელია 8000-ზე მეტი გრაფტის გადანერგვა.

07

FUT მეთოდის დროს გამოიყენება სადონორო ზონის მოდერნიზებული პლასტიკა, რაც ამცირებს უხეში ხაზოვანი ნაწიბურის რისკს.

08

ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი: პაციენტი ოპერაციიდან მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

09

მაღალი სამეცნიერო აქტივობა და დიდი პედაგოგიური გამოცდილება.

ISHRS · GSHR · TSU

სამეცნიერო აქტივობა

კლინიკის გუნდი მონაწილეობს ISHRS-ის მსოფლიო კონგრესებსა და 30-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. დეამედი საუნივერსიტეტო კლინიკაა: თსუ-სთან ერთად შექმნილი აქვს საკვალიფიკაციო პროგრამები თმის აუტოტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში, ხოლო 2019 წლიდან მასპინძლობს თმის აღდგენის ქართული საზოგადოების (GSHR) აქტივობებს.

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე