Deamed

ჩვენ შესახებ

სამეცნიერო აქტივობა

კლინიკის გუნდი მონაწილეობს ISHRS-ის მსოფლიო კონგრესებსა და 30-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში. დეამედი საუნივერსიტეტო კლინიკაა: თსუ-სთან ერთად შექმნილი აქვს საკვალიფიკაციო პროგრამები თმის აუტოტრანსპლანტაციასა და ტრიქოლოგიაში, ხოლო 2019 წლიდან მასპინძლობს თმის აღდგენის ქართული საზოგადოების (GSHR) აქტივობებს.

სამეცნიერო აქტივობა

„დეამედი“ აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო და კვლევით საქმიანობაში.

კლინიკაში გამოყენებული თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა მეთოდი ემყარება თანამედროვე მეცნიერულ პრინციპებს. მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„დეამედის“ ექიმები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციებსა და ფორუმებში. მათ ეკუთვნით არაერთი ორიგინალური სამეცნიერო ნაშრომი თმის გადანერგვის სფეროში , რაც ხაზს უსვამს კლინიკის აკადემიურ დონეს.

მნიშვნელოვან სამეცნიერო მიღწევას წარმოადგენს პროფესორ დეა პაპასკირის დისერტაცია, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ უნიკალურ ნაშრომად არის აღიარებული. ამ დისერტაციით სრულად გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის ურთულესი პრობლემა – სწორედ ფოლიკულური მიკროტრანსპლანტაციის მეთოდით.

ექიმის პროფესია მრავალმხრივი უნარების გაერთიანებას მოითხოვს, სადაც გადამწყვეტი როლი ენიჭება კრიტიკულ აზროვნებასა და ანალიტიკურ შესაძლებლობებს. სწორედ ეს უნარები განსაზღვრავს ხარისხიანი მედიცინის განვითარებას. ექიმი მუდმივად უნდა ეცნობოდეს სამედიცინო სიახლეებს, რადგან სამედიცინო პროგრესი განუყოფელია მეცნიერებასთან.

ეს პრინციპები მტკიცედ არის დამკვიდრებული „დეამედის“ კლინიკური გუნდის პროფესიულ ეთიკაში.

ინოვაციები, რომლებიც საერთაშორისო მნიშვნელობას ატარებს:

„დეამედის“ ექიმების მიერ შექმნილია მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ავტომატიზებული აპარატი, რომელიც გამოიყენება თმის გადანერგვის პროცესში — კონკრეტულად, სარეციპიენტო არეში მიკროხვრელების ზუსტად ფორმირებისთვის. აღნიშნული მოწყობილობა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რაც გამოიხატება შემდეგში : რეგულირდება მიკროხვრელების სიღრმე, მიმართულება და სიმჭიდროვე, რაც უზრუნველყოფს გადანერგილი თმის მაქსიმალურად ბუნებრივ ვიზუალსა და შედეგს.

აპარატის იდეის ავტორია პროფესორი ალექსი მახარაშვილი, ხოლო ტექნიკური რეალიზაცია განხორციელდა რევაზ გიორგანაშვილის მიერ. გამოგონება დაცულია პატენტით.

ასევე , 2007 წელს კლინიკის ექიმებმა დააპატენტეს თმის გადანერგვის მეთოდი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ Strip-ტექნიკის დროს ჭრილობის მიკრო განაკვეთები მნიშვნელოვნად ამცირებს ქსოვილის დაჭიმვას, რაც უზრუნველყოფს ნაწიბურის მინიმალიზაციას და მის ესთეტიკურად მიმზიდველ სახეს.

რა არის „დეამედის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა თმის გადანერგვის სხვა კლინიკებთან შედარებით?

პირველ რიგში — კადრების ხარისხი. კლინიკაში მოღვაწეობენ მაღალკვალიფიციური ექიმები, კლინიკას ხელმძღვანელობს და უშუალოდ მონაწილეობს თმის გადანერგვის პროცესში პროფესორი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი. დეამედის გუნდის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და მუდმივი პროფესიული განვითარება ქმნის კლინიკის სანდოობისა და ეფექტურობის მყარ საფუძველს.

საერთაშორისო კონფერენციები

წყარო →

სამეცნიერო პუბლიკაციები

წყარო →

01

1. Клинико-морфологические аспекты аутотрансплантации волос А. Махарашвили Материалы XIX заседания союза трихологов “Междисциплинарные вопросы в трихологии”. 20-21 сентября, Санкт-Петербург 2019г.

02

2. Effect of follikular unit transplantation at the quality of life of patients with scarring alopecia D. Papaskiri, A. Makharashvili, A. Shestopalov, N. Kakiashvili Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 57-58

03

3. Hair transplant graft survival using the method of follicular unit extraction A. Shestopalov, A. Makharashvili, D. Papaskiri, N. Kakiashvili Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 66

04

4. How to improve graft survival in hair transplantation? A. Makharashvili, D. Papaskiri, M. Doghozashvili, N. Philipova Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 52-53

05

5. Rationale of combined treatment options for androgenetic alopecia A. Makharashvili, A. Guller, M. Doghozashvili, N. Bakuradze Materials of XVII meeting of the european hair research society. Georgia, Tbilisi, june 24-26 2016, p. 32-33

06

6. New approaches to surgical treatment of secondary cicatricial alopecia D. Papaskiri, A. Makharashvili, A. Shestopalov, N. Kakiashvili Materials of ISHRS XXI annual scientific meeting, USA, San Francisco, october 23-26 2013, p 467-468

07

7. Новые подходы к хирургическому лечению вторичной рубцовой алопеции А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили Бюллетень №4 Восточно-Сибирского Научного Центра РАМН, 2011г., приложение, стр 66.

08

8. Фолликулярная микроаутотрансплантация при лечении больных с рубцовыми дефектами волосистой части кожи головы Д.Г. Папаскири, Н.А. Ефименко, А.А. Махарашвили, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили, А.Б. Шехтер, А.Е. Гуллер Журнал “трансплантология”, № 3-4, 2010 года. Стр. 68-74

09

9. Хирургическое лечение больных с рубцовыми дефектами волосистой части кожи головы Д.Г. Папаскири Автореферат диссертации на соискание ученой степени кандидата медицинских наук. Москва, 2010г.

10

10. Оптимизация метода хирургического лечения рубцовой алопеции Д.Г. Папаскири, Н.А. Ефименко, А.А. Махарашвили, А.Б. Шехтер, А.Е. Гуллер, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили «Анналы пластической, реконструктивной и эстетической хирургии». Москва, 2010г. №3, стр 46-55

11

11. Пути повышения выживаемости графтов при аутотрансплантации волос А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили Материалы II съезда “Российского общества пластических, реконструктивных и эстетических хирургов” (ОПРЭХ). 1-2 декабря 2010 года.

12

12. Клинико – морфологические аспекты аутотрансплантации волос при лечении рубцовой алопеции Д.Г. Папаскири, А.А. Махарашвили, А.Е. Шестоалов, Н.Н. Какиашвили. Материалы II съезда “Российского общества пластических, реконструктивных и эстетических хирургов” (ОПРЭХ). 1-2 декабря, Москва 2010 г. стр 104-105

13

13. Современные подходы к хирургическому лечению облысения – метод бесшовной пересадки волос Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян, А.А. Махарашвили, Т.Ш. Тамазашвили, А.Е. Шестопалов Эстетическая медицина». Москва, 2007г., Том VI, №3, стр 339-347

14

14. Применение микроэлементов в лечении гнездной алопеции Т.Ш. Тамазашвили, А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян Материалы IXмеждународного конгресса «Парентеральное и энтеральное питание». Москва, 2005г., стр. 88

15

15. Результаты использование биологической активной добавки к пище «Нутрикап» при трансплантации волос Т.Ш. Тамазашвили, А.А. Махарашвили, Д.Г. Папаскири, Г.М. Маркарян Материалы VIIIмеждународного конгресса «Парентеральное и энтеральное питание». Москва, 2004г., стр. 5

პატენტები

წყარო →

01

ჩვენი ექიმები არიამ უნიკალური, მსოფლიოში პირველი და ერთადერთი ავტომატიზირებული აპარატის შემქმნელები, რომელიც გამოიყენება თმის გადანერგვის პროცესში სარეციპიენტო არეში მიკროხვრელების ფორმირებისათვის. აპარატი გვაძლევს საშუალებას ვაკონტროლოთ მიკროხვრელების სიღრმე, მიმართულება და სიმჭიდროვე, რაც თავის მხრივ გადანერგილი თმის საუკეტესო ბუნებრივ შედეგს უზრუნველყოფს.

02

იდეა ეკუთვნოდა პროფესორ ალექსი მახარაშვილს, ხოლო მისი ტექნიკური მხარის უზრუნველყოფისთვის მადლობას ვუხდით რევაზ გიორგანაშვილს.

03

ამ გამოგონებისთვის მიღებულია პატენტი.

04

2007 წელს ჩვენმა ექიმებმა თმის გადანერგვის ერთ-ერთი მეთოდი. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დააპატენტეს. მეთოდის არსი მდგომარეობა იმაში, რომ გრაფტების ჩასანერგად გვირგვინზე, Strip-ის დროს არესებული ჭრილობის პარალელურად ფორმირებული მიკრო განაკვეთები ამცირებენ ჭრილობის კიდეების დაჭიმვას, რაც ხელს უწყობს ესთეტიკურად მისაღები ნაწიბურის ჩამოყალიბებას კეფის არეში.

დისერტაცია

წყარო →

01

დეა პაპასკირმა 2010 წელს, მოსკოვში დაიცვა დისერტაცია, თემაზე: „თავის თმიანი ნაწილის ნაწიბუროვანი დეფექტების მქონე პაციენტების ქირურგიული მკურნალობა“, რაც გულისხმობს ნაწიბურწბში თმის გადანერგვას ფოლოკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით. ეს ნაშრომი თავისი სამეცნიერო ღირებულებით უნიკალურია, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს.

02

დისერტაციაში გადაჭრილია ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის აქტუალური პრობლემა. იგი ეფუძნება თავის თმიან საფარველზე ნაწიბუროვანი დეფექტის მქონე 62 პაციენტის მკურნალობის შედეგების ანალიზს, სხვადასხვა სახის ტრავმებისა და გადატანილი ოპერაციების შემდეგ. ყველა პაციენტი ნამკურნალები იყო ჩვენს კლინიკებში და ყველა პაციენტს ჩატარებული ჰქონდა თმის გადანერგვა ფოლიკულური მიკროაუტოტრანსპლანტაციის მეთოდით.

03

ნაშრომში შესწავლილია ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური სტუქტურა თმის გადანერგვამდე და გადანერგვის შემდეგ, მკაფიოდაა განსაზღვრული ნაწიბურში თმის გადანერგვის ჩვენებები და მეცნიერულადაა დასაბუთებული თმის ტრანსპლანტაციის მაღალი ეფექტურობა ნაწიბუროვანი ალოპეციის მკურნალობის დროს. ნაჩვენებია, რომ ნაწიბურებში გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობამ(გაზრდადობამ) შეადგინა საშუალოდ 93.82%.

04

ნაწიბუროვანი ქსოვილის მორფოლოგიური კვლევები ტარდებოდა ი. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სამედიცინო აკადემიის ექსპერიმენტული პათომორფოლოგიის ლაბორატორიაში(ხელმძღვანელი პროფ. ა. შეხტერი).

05

დადგინდა რომ, ნაწიბურებში გადანერგვის შემდეგ, თმის ფოლიკულების ნორმალური სტრუქტურა აბსოლუტურად შენარჩუნებულია, ამასთანავე ჰისტოლოგიურად გამოვლინდა ნაწიბუროვანი ქსოვილის სტრუქტურის გაუმჯობესების დინამიკა. შემცირდა მისი სიმკვრივე, განახლდა უჯრედოვანი პოპულაციები, შემცირდა ანთებითი და დისტროფიული ცვლილებები.

06

დისერტაციამ გამოიწვია დიდი ინტერესი და მსოფლიოს მრავალმა კლინიკამ გამოთქვა ჩვენს კლინიკებთან თანამშრომლობის სურვილი, რათა გადაჭრან ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ნაწიბუროვანი ალოპეცია.

07

მიღებულია მრავალი დადებითი გამოხმაურება.

წარმატების ისტორია

2003

თმის გადანერგვის კლინიკა „Lysine-Net“-ის დაარსება მოსკოვში

2005

კლინიკა „HealLine International“-ის დაარსება თბილისში; კავკასიის პირველი საერთაშორისო კონგრესი ალოპეციაზე

2007

პატენტი „თმის გადანერგვის მეთოდზე“, მოსკოვი

2009

გუნდის წევრები გახდნენ თმის აღდგენის ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS, აშშ) წევრები

2010

დეა პაპასკირის სადისერტაციო ნაშრომი წარბების გადანერგვაზე, მოსკოვი

2011

პატენტი აპარატზე „მიკროხვრელების ფორმირების მოწყობილობა თმის გადანერგვისთვის“, თბილისი

2014

შეიქმნა გრძელი თმის გადანერგვის FUE ტექნოლოგია

2015

თსუ-ში შეიქმნა თმის აუტოტრანსპლანტაციის საკვალიფიკაციო პროგრამა

2019

დაარსდა „თმის აღდგენის ქართული საზოგადოება“ (GSHR)

2020

შეიქმნა თმის გადანერგვის მაღალტექნოლოგიური ალგორითმი „DeaMed-Standard“

2024

დეა პაპასკირს მიენიჭა კლინიკური პროფესორის წოდება

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე