Deamed
ბლოგი

13 ივლისი, 2022

19 წლიანი გზა თმის გადანერგვაში და მისი, როგორც ექსპერტის გამოცდილება

– 19 წელი პლასტიკურ ქირურგიაში ცოტა არ არის . როგორი იყო გზა , რომელიც გაიარეთ და დღეს უკვე საკუთარი კლინიკის, დეამედის მფლობელი ხართ ?

პლასტიკურ ქირურგიაში მუშაობის გადაწყვეტილება 2002 წელს მივიღე. ჩემი სურვილი იყო, თმის გადანერგვის დარგში მემუშავა. 20 წლის წინ ეს დარგი ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული და პოპულარული. ჩემ ირგვლივ უამრავი მამაკაცი ჰქონდა სიმელოტის პრობლემა, ამიტომ, საინტერესოდ მომეჩვენა. მიყვარს სიახლეებთან შეჭიდება. შემდეგ იყო საინტერესო კვლევები, რომლებიც 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დავიცავი დისერტაცია, რომელიც ეხებოდა ნაწიბურებში თმის გადანერგვას. ეს სიახლე იყო ამ დარგში და ჩვენ შევძელით ახალი სტანდარტის დამკვიდრება. მქონდა ბევრი საინტერესო შემთხვევა, რომელმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბევრი ადამიანის სიცოცხლის ხარისხი.

დღეისათვის, ეს დარგი საკმაოდ განვითარებულია და აკმაყოფილებს პაციენტის უმთავრეს მოთხოვნას, რომ გადანერგილ თმას ჰქონდეს ბუნებრივი შესახედაობა, არ ჩანდეს კვალი ე.წ. ნაწიბური, კეფის არეში, რაც რჩებოდა ძველი მეთოდისა და ტექნოლოგიების გამოყენების დროს, ამის გამოც ბევრი პაციენტი იკავებდა თავს პროცედურისგან. შემდეგ იყო კლინიკა ‘დეამედი’.

მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკამ დაარსების დღიდანვე დაიწყო წარმატებული საქმიანობა და გახდა წამყვანი არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც. ‘დეამედი’ პროგრესული კლინიკაა, რომელიც პაციენტს სასიამოვნო, კომფორტულ გარემოში სთავაზობს თმის გადანერგვის ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ტექნოლოგიებს, საუკეთესო შედეგის გარანტიით. ‘დეამედი’ ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი მეორე ოჯახია, რომლის ტრადიციებს და წინსვლას აუცილებლად გააგრძელებს ჩემი შთამომავლობა.

– თმის გადანერგვა – საქმე , რომელშიც მთელ გულს დებთ , რამდენად რთულია და რა სპეციფიკურობა ახასიათებს ?

თმის გადანერგვა – ეს არის საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს. იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებს, რომ სირთულეზე აღარ ვსაუბრობ. ვიტყოდი, რომ უფრო საინტერესოა. თითოეული შემთხვევა ძალიან განსხვავებულია. ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თმის გადანერგვის პროცედურა დიდ ძალისხმევას მოითხოვს იმიტომ, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში ქირურგი მუშაობს მრავალჯერადი გადიდების ქვეშ, იუველირივით, სკრუპულოზურად. პროცედურა სრულდება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და ქირურგისგან მოითხოვს ამ ინსტუმენტების ფლობის უნარს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, პლასტიკურ ქირურგს, უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, უნდა ჰქონდეს მოქნილი, ნატიფი ხელი და მხატვრული ხედვის უნარი.

– რა განაპირობებს ქირურგის წარმატებას და პოპულარობას ?

წარმატება მიიღწევა მრავალწლიანი გამოცდილებითა და დაუზოგავი შრომით. ქირურგი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს, წლების წინ მიღებული ცოდნა ექიმისთვის საკმარისი არ არის. განათლების გარდა, აუცილებელია მეცნიერული და კრიტიკული აზროვნების უნარი. ექიმი ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო აქტივობაში, იზიარებდეს სხვის გამოცდილებას. პლასტიკური ქირურგი უნდა ფლობდეს ყველა იმ პროგრესულ ტექნოლოგიას, რაც თანამედროვე სტანდარტებისთვის არის საჭირო. აღვნიშნავ იმასაც, რომ ჩემი წარმატება წარმოუდგენელია ჩემი გუნდის გარეშე, ესენი არიან პროფესიონალი ადამიანები, რომლებიც ფასდაუდებელი შრომით, ჩემთან ერთად ქმნიან „დეამედის ხარისხს“. კლინიკის გუნდი იზრდება და მიმდინარეობას კადრების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.

– „ დეამედ სტანდარტი “ ეს თქვენი პირადი ხედვაა თმის გადანერგვაში ? რას ნიშნავს და რას აძლევს ის პაციენტს ?

„დეამედ სტანდარტი“ – ეს გახლავთ თმის გადანერგვაში ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად შემუშავებული ალგორითმები, რაც დაფუძნებულია მტკიცებით მედიცინაზე. ეს არის სახელმძღვანელო, ერთგვარი გზამკვლევი, თმის ტრანსპლანტაციაში. მოგეხსენებათ, რომ დეამედი არის საუნივერსიტეტო კლინიკა – სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება ქირურგების და პლასტიკური ქირურგების გადამზადება თმის ტრანსპლანტაციაში. ჩვენთან ექიმები, სასწავლო კურსის გასავლელად, მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოდიან. მათი სპეციალიზაცია თმის ტრანსპლანტოლოგიაში სწორედ „დეამედ სტანდარტის“ საფუძვლების დაუფლებით მიმდინარეობს. პაციენტებისთვის „დეამედ სტანდარტი“ ნიშნავს საუკეთესო შედეგით თმის გადანერგვას.

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე