Deamed
სიახლეები

4 თებერვალი, 2020

პირველად საქართველოში თმის გადანერგვის ინოვაციური ტექნოლოგია

2019 წლის ნოემბერში, ქალაქ ბანგკოკში ( ტაილანდი) ჩატარადა ISHRS-ს 27-ე მსოფლიო კონგრესი, სადაც ერთი სექცია დაეთმო დღეისათვის არსებული თმის გადარგვის უნაკერო (FUE) ტექნოლოგიების განხილვას და შედარებით ანალიზს. ექსპერტებმა და დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ ყველაზე ეფ ექტურ და უსაფრთხო ტექნოლოგიად ერთხმად აღიარეს ტრიველენის სისტემა. კონგრესის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ კლინიკა „დეამედის“ ექიმები: პროფესორი ალექსი მახარაშვილი და მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი. რა თქმა უნდა, კონგრესიდან დაბრუნებისთანავე ეს ტექნოლოგია დაინერგა კლინიკა დეამედში და დღეს ის ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვისაც. რა თქმა უნდა, კონგრესიდან დაბრუნებისთანავე ეს ტექნოლოგია დაინერგა კლინიკა დეამედში და დღეს ის ხელმისაწვდომია ქართველი პაციენტებისთვისაც.

ტრიველენის სისტემა არის უნიკალური და უკონკურენტო ე.წ. Handheld motorized FUE ტექნოლოგია თმის გადანერგვაში .

აპარატს გააჩნია მუშაობის რამდენიმე რეჟიმი და მათი კომბინაცია რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი ტიპის თმის ხარისხიანად გადანერგვას. მაგ. უნაკერო (FUE) მეთოდის ძირითადი უკუჩვენება იყო ხვეული თმა. ტრიველინის სისტემის გამოყენებით კი შესაძლებელია ამ ტიპის თმის გადარგვაც ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაწიბურების გარეშე. აგრეთვე შესაძლებელია თმის გადანერგვა თავის გადაპარსვის გარეშე და გრძელი თმის გადანერგვა FUE მეთოდით.

სადონორო თმის დაზიანება ექსტრაქციის დროს არის მინიმალური რაც აქამდე არსებულ დასაშვებ ნორმაზე (5-10 %) ბევრად ნაკლებია, ამავე დროს კანზე (კეფაზე) თითქმის არ რჩება ნაწიბური, მაშინ როდესაც სხვა ტექნოლოგიების დროს, გადაპარსულ თავზე, კეფაზე მაინც შეინიშნებოდა მრავალი წერტილოვანი ნაწიბური.

რომ შევაჯამოთ ტრიველენის სისტემა საშუალებას იძლევა დაზიანების გარეშე მოვიპოვოთ და გადავნერგოთ ნებისმიერი ტიპის თმა, რაც თავისთავად აისახება გადანერგილი თმის სიცოცხლისუნარიანობაზე და შედეგზე. ამავდროულად არ ჩანს ოპერაციის კვალი. არის ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. ამ აპარატის გამოყენებით თავისუფლად შეგვიძლია მოვახდინოთ თანამედროვე თმის ტრანსპლანტაციისადმი დაყენებული მოთხოვნების რეალიზაცია. ესენია:

– გადანერგილი თმის მაქსიმალური სიხშირე და ბუნებრივი შესახედაობა.

– შეუმჩნეველია ოპერაციის შემდგომი ნაწიბური თავის თმიან საფარველზე.

– პაციენტის მაქსიმალური კომფორტი.

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე