Deamed
სიახლეები

10 დეკემბერი, 2025

MCT მეტაუჯრედული ტექნოლოგია კლინიკა დეამედში!

დღეს მედიცინა ახალ ეტაპზეა. მან შეძლო ბუნებრივი რეგენერაციის მექანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ეგზოსომა, ინოვაციურ ტექნოლოგიად ექცია.

MCT Meta Cell Technology წარმოადგენს პირველ საინექციო აუტოსომურ ეგზოსომურ პლატფორმას, რომელიც წარმატებით გამოიყენება კანისა და თმის რეგენერაციისთვის.

ეგზოსომები არის ნანონაწილაკები, ბიოლოგიური ვეზიკულები, რომლებსაც უჯრედები გამოყოფენ ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. ისინი შეიცავენ ზრდის ფაქტორებს, ცილებსა და მიკრო-რიბონუკლეინის მოლეკულებს, იმ აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც ააქტიურებენ ქსოვილების ბუნებრივ აღდგენას.

სხვადასხვა რეგენერაციული მეთოდებისგან განსხვავებით, MCT ტექნოლოგიით მიღებული ეგზოსომები არის აუტოსომური წარმოშობის, რაც ნიშნავს, რომ პროცედურა არის სრულიად უსაფრთხო. არ იწვევს იმუნურ, ან ალერგიულ რეაქციებს და არ მოითხოვსდამატებით აღდგენით პერიოდს.

კლინიკური დაკვირვებებით დადასტურებულია, რომ MCT ეგზოსომების ინექციური გამოყენება აჩქარებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, ამცირებს ნაოჭებს და აღადგენს თმის ფოლიკულების ფუნქციას.

პაციენტები აღნიშნავენ კანის ტონუსის, ტექსტურისა და ბზინვარების მკვეთრ გაუმჯობესებას, უკვე პირველი პროცედურის შემდეგ.

უსაფრთხოება, ეფექტურობა და ბიოშეთავსებადობა, ეს არის ის სამი საყრდენი პრინციპი, რომლებზეც დგას MCT Meta Cell Technology- ია.

ეს არის რეგენერაციული მედიცინის ახალი სტანდარტი, რომელიც აერთიანებს უჯრედულ მეცნიერებას, ბიოტექნოლოგიას და ბუნებრივ აღდგენით ძალას.

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე