
2025 წლის 22-25 ოქტომბერს ბერლინმა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლა, ღონისძიებას, რომელიც წელს ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა თმის გადანერგვისა და აღდგენითი მედიცინის სფეროში.
კონგრესში მონაწილეობა მიიღო 972 სპეციალისტმა 71 ქვეყნიდან, რაც ხაზს უსვამს სფეროს დინამიურ განვითარებასა და გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობას.
კლინიკა „დეამედის“ სახელით კონგრესზე , კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი , პროფესორი დეა პაპასკირი წარდგა, რომლის კლინიკური შემთხვევა – „პოსტტრავმული ალოპეციის დროს თმის გადანერგვა FUE მეთოდით პედიატრიულ პაციენტში“ – წარმოდგენილი იქნა პოსტერის პრეზენტაციის ფორმატში.
ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „დეამედის“ კლინიკური პრაქტიკის ინოვაციურობას, პაციენტზე მორგებულ მიდგომას და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას.
ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა განსაკუთრებული პროფესიული მიღწევებიც:
„ოქროს ფოლიკულის“ ჯილდო გადაეცა ამერიკელ ქირურგს ბრედლი ვულფს
„პლატინის ფოლიკულის“ მფლობელი გახდა ნიგერიელი ქირურგი სანუსი უმარი
კონგრესის პროგრამა აერთიანებდა წამყვან ექსპერტებს, მკვლევრებსა და ახალგაზრდა სპეციალისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან , რაც ქმნიდა იდეალურ პლატფორმას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა
დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია