Deamed

პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა თმის ცვენის მკურნალობის ალგორითმში. პლაზმოთერაპიის დროს გამოიყენება თრომბოციტებით მდიდარი პლაზმა.

პლაზმოთერაპია

პლაზმოთერაპია – PRP არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს 1970 წლიდან პლაზმოთერაპიამ მნიშვნელოვანი როლი შეიძინა როგორც ქსოვილის , ჰემოსტაზის აღდგენის ასევე წყლულოვანი დაავადებების , რეგენერაციული პროცესების დაჩქარების პროცესში. უკანასკნელ ათწლეულში პლაზმოთერაპიამ განსაკუთრებული როლი შეიძინა თმის ცვენის მკურნალობის ალგორითმში . პლაზმოთერაპიის დროს გამოიყენება თრომბოციტებით მდიდადრი პლაზმა რომელიც მდიდარია ზრდის ფაქტორით . ზრდის ფაქტორი უზრუნველყოფს ანგიოგენეზსს,უჯრდშიორისი მატრიქსის რემოდელირებას, უჯრედის პროლიფერაციას და დიფერენცირებას.აქედან გამომდინარე პლაზმოთერაპია გამოიყენება მედიცინის მრავალ დარგში როგორიცაა:ორთოპედია, ყბასახის ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, დერმატოლოგია. პლაზმა რომელიც გამოიყენება პრპ თერაპიის დროს გამდიდრებულია თრომბოციტებით (დაახლოებით 1მლ თრომბოციტი/ μL)პლაზმოთერაპიის რეგენერაციული თვისება დამოკიდებულია გამოთავისუფლებული ზრდის ფაქტორის დონეზე. თრომბოციტების ალფაგრანულები შეიცავენ ზრდის ფაქტორს (GF) რომელიც აქტივაციის შემდგომ , პასუხისმგებლები არიან თერაპიული ეფექტის ინიცირებასა და შენარჩუნებაზე.ცნობილია რომ თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში გარდა ზრდის ფაქტორისა შედის ცილის სხვა მოლეკულებს როგორიცაა:ადგეზინი, ჰემოკინი და სხვა რომლებისც ხელს უწყობენ რეგენერაციის და პროლიფერაციის პროცესებს. ბოლო დროს მრავალი კლინიკური კვლევა ჩატარდა პლაზმოთერაპიის ეფექტურობისა არანაწიბუროვანი ალოპეციის დროს , განსაკუთრებით საინტერესოა მექანიზმი თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შემადგენლობაში შემავალი ზრდის ფაქტორების მოქმმედება თმის ფოლიკულზე. ზრდის ფაქტორები შეიძლება იყოს რამდენიმე სახის თრომბოციტების ზრდის ფაქტორი(PDGF), ტრანსფორმირების ზრდის ფაქტორი(TGF-b) ენდოთელიური სისხლძარღვების ზრდის ფაქტორი (VEGF)თავისი იზოფორმებით ზრდის ფაქტორები უკავშირდებიან შესაბამის რეცეპტორებს და უზრუნველყოფენ ქსოვილოვან ანგიოგენეზს. ისინი მოქმედებს თმის ფოლიკულის ძირში აღმოჩენილ ექტოდერმული წარმომავლობის მქონე ღეროვან უჯრედებზე ( ღეროვანი უჯრედებიდან წარმოიქნება ეპიდერმალური უჯრედები და ცხიმოვანი ჯირკვლის უჯრედები.)და მატრიქსში არსებულ პაპილარულ უჯრედებზე(dermal papilla ) რასაც მივყავართ თმის ზრდის სტიმულაციისკენ არსებული ე.წ. მიძინებული ფოლიკულის აქტივაციისკენ. პლაზმოთერაპია ტარდება თვეში 1 ჯერ. წელიწადში სასურველია ჩატარდეს 9 პროცედურა, შესაბამისი სქემით. პროცედურის წინ სასურველია ჩატარდეს სისხლის საერთო ანალიზი და ექიმმა ტრიქოლოგმა შეგირჩიოთ მკურნალობის სქემა.

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე