Deamed
ბლოგი

14 თებერვალი, 2022

Regenera Activa (უახლესი ტექნოლოგია)

თმის ცვენის მკურნალობის უნიკალური მეთოდი ღეროვანი უჯრედებით

კლინიკა დეამედში ყოველწლიურად კიდევ უფრო სრულყოფილი ხდება თმისა და კანის აღდგენისა და გაახალგაზრდავების მეთოდები. რეგენერაციული მედიცინის ინოვაციების წყალობით, ჩნდება თმის ცვენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი და უფრო ეფექტური გზები.

ბოლო წლების ტენდენცია თმის ცვენის სამკურნალოდ პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებაა. Regenera Activa-ს სისტემა უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგენერაციულ მედიცინასა და ტრიქოლოგიაში.

Regenera Activa-ს ტექნოლოგია შეიქმნა ესპანეთში, უჯრედული ტექნოლოგიების ინსტიტუტში . უკვე 7 წელია რაც არსებობს და წარმოადგენს ბოლო მიღწევას რეგენერაციულ მედიცინაში. რეჯენერა აქტივა შესაძლებელს ხდის ღეროვანი უჯრედების საშუალებით სხვა და სხვა პათოლოგიების მკურნალობას.

Regenera Activa- ს ტექნოლოგია საქართველოში პირველად კლინიკა „ დეამედში “ დაინერგა .

რას წარმოადგენს REGENERA ACTIVA – ს სისტემით მკურნალობა ?

Regenera Activa – ადამიანის საკუთარი ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაა, იგი იწვევს რეგენერაციის და ქსოვილების განახლების პროცესებს. რეჯენერა აქტივა გამოიყენება მედიცინის სხვადასხვა სფეროში, როგორიცაა ტრიქოლოგია, ესთეტიკური დერმატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, ორთოპედია, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგია და ა.შ.

Regenera Activa –ს სისტემა არის უსაფრთხო და ეფექტური, ალოპეციასთან ბრძოლისა და კანის გაახალგაზრდავებისთვის. იგი წარმოადგენს მკურნალობის სრულიად ბუნებრივ მეთოდს ყოველგვარი დანამატებისა და ქიმიური აქტივატორების გარეშე. სამკურნალო მასალა მიიღება ექსკლუზიურად პაციენტის სხეულიდან. რეჯენერა აქტივას სისტემით მკურნალობა კვებავს თმის ფოლიკულებს, იწვევს თმის სიმკვრივის მატებას და ასტიმულირებს თმის „მიძინებული“ ფოლიკულების ხელახალ ზრდას.

როგორ ტარდება REGENERA ACTIVA – ს სისტემით მკურნალობა?

Regenera Activa არის მინი-ინვაზიური პროცედურა, რომელიც 3 ეტაპისაგან შედგება:

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია

დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა

ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე: ტრიქოლოგი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას და შეადგენს ინდივიდუალურ გეგმას.

🎉 გაგიმართლა! შენ მიიღე 50% ფასდაკლებადარეკე ახლავე