
თუ გინდათ, თმის ცვენა თქვენს პრობლემად არ იქცეს და დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმა, მისი შემოწმება , ანუ Check up-ი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არის თქვენი თმისა და სკალპის მდგომარეობის სრულყოფილი შეფასება, რომელსაც ატარებს დერმატო- ტრიქოლოგი.
კლინიკა „დეამედში“ ეს დიაგნოსტიკური პროცესი მოიცავს გამოკვლევების სერიას: ლაბორატორიულ ანალიზებს, თავის კანის კლინიკურ შემოწმებას,
თმის კომპიუტერულ კვლევას (fotofinder), რის საფუძველზეც შეგდგება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა.
რატომ არის თმის Check-up მნიშვნელოვანი?
თმის რეგულარული შემოწმება გადამწყვეტია ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად. იგი გვეხმარება ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს თმის ცვენის ნიშნები , თმის ან სკალპის პრობლემები, რაც მათი დროულად და მარტივად მოგვარების საწინდარია.
თმის Check up-ს აქვს რიგი უპირატესობები, როგორიცაა:
• პრობლემების ადრეული გამოვლენა, სანამ ის გაღრმავდება, როგორიცაა მაგალითად: სხვადასხვა ტიპის თმის ცვენა, თავის კანის დაავადებები, კვების დეფიციტი და ჰორმონალური დისბალანსი.
• კლინიკა დეამედში შემუშავებულია ინდივიდუალურად პაციენტზე მორგებული მკურნალობის გეგმა; საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზურ თერაპიასთან ერთად ინიშნება ისეთი პროცედურები, როგორიაა მეზოთერაპია, PRP თერაპია, ეგზოსომები, LLLT-თერაპია, ან თმის მოვლის შესაფერისი პროდუქტები.
კონსულტაცია იწყება დეტალური კონსულტაციით, როდესაც სპეციალისტი აგროვებს ინფორმაციას
თქვენი ჯანმრთელობის, ცხოვრების რეჟიმის და თმის მოვლის რუტინის შესახებ.
დაიწყეთ დღეს — პირველი ნაბიჯი უფასოა
დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია